Thursday, July 2, 2009

werili



მაია ახმეტელი - თელავის პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი.




1. პროექტის სახელი : "თოვლის ბაბუას წერილი"



2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: საახალწლო ღონისძიების, მოსწავლეთა ნახატების გამოფენა -კონკურსის მომზადება

3.პროექტის მიზანი: მოსწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის, თანამშრომლობის, ინფორმაციის მოძიების, კომუნიკაციის, წერის, ხატვის, სიმღერის, განწყობილების სხვადასხვა ფორმით გამოხატვის, კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.

4.ამოცანები:

* მოსწავლეთა მოტივაცია;

* ჯგუფებში შესასრულებელი სამუშაოების შერჩევა;

* სამუშაოების შესრულების ვადების დადგენა;

* პრეზენტაცია;

* შეფასება

5.პროექტის სრული აღწერა: ქართულში მოთხრობის "საახალწლო ნატვრა" შესწავლისას გავეცანით თოვლის პაპის წერილს (მაღლაკელიძე; ყურაშვილი-ქართული,გვ.45) .გადავწყვიტეთ საკადრისად დავხვედროდით თოვლის ბაბუას. შევარჩიეთ ჯგუფში შესასრულებელი სამუშაოები:

- ლიტერატურული მასალის მოძიება;

-სიმღერების შერჩევა-შესწავლა;

-ნახატების გამოფენის მოწყობა;

-ინსცენირების მომზადება;

-საკლასო ოთახის გაფორმება;

-მოსაწვევი ბარათების ტექსტის შედგენა და კომპიუტერზე დამუშავება მოსწავლეების მიერ, ამ მიზნით წინასწარ სამუშაო დაფაზე გავუმზადებ ინტერნეტში მოძიებულ სურათებს.

მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად (მხატვრები, მომღერლები, კომპიუტერული დიზაინერები, სცენარისტები, მსახიობები) და თითოეული ჯგუფი იწყებს დაგეგმილ საკითხებზე მუშაობას.


მონაწილეთა ასაკი: 7-8 წ.

ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასწავლებლის დახმარებით სცენარზე მუშაობა, სიმღერის შესწავლა, როლური თამაშები, ნახატებზე მუშაობა, ნაკეთობების დამზადება.


მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, თანამშრომლობის , ინფორმაციის მოძიების, ნახატით განწყობილების გადმოცემის უნარ-ჩვევები. შეიძენენ კომპიუტერზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ - ჩვევებს, შეისწავლიან ახალ სიმღერებსა და ლექსებს.


სარგებელი სხვებისთვის: წარმატებით განხორციელებული პროექტი პირველ რიგში გახდება სტიმული როგორც მონაწილე, ასევე პროექტზე ინფორმირებული მოსწავლეებისათვის. პროექტი მზა სახით შეიძლება გამოიყენოს სხვამ.

სამუშაო ენა: ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: -

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში, სიტუაციურ თამაშებში.
მონაწილეობს ინსცენირებაში,არჩევს როლის შესაბამის ინტონაციას და სხვა გამომსახველობით ხერხებს.
სარგებლობს სასკოლო ბიბლიოთეკის კატალოგებით,ავტორისა და სათაურის მიხედვით მოიძიებს მისთვის სასურველ წიგნს,სახელწოდების მიხედვით-საბავშვო ჟურნალ-გაზეთებს.
კონკრეტული მიზნისა და ადრესატის მიხედვით თხზავს და აფორმებს მოსაწვევი ბარათის ტექსტს.
მოსწავლე მღერის მარტო და სხვებთან შეთანხმებულად.
მონაწილეობს თემატურ ღონისძიებებში.
მოიძიებს ინფორმაციას (ოჯახის უფროსი წევრებისაგან )გამოხატავს შესაბამისი ფერით დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთს,წელიწადის დროს.
მოძიებული და უკვე ნაცნობი მასალით (ხის ქერქი,თოკი,ქაღალდი,მუყაო) ამზადებს მარტივ ნაკეთობებს და კონსტრუქციებს.

პროექტის შეფასების კითხვარი მოსწავლეებისათვის:

  • რამდენად საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა?
  • საინტერესო გამოვიდა?
  • გაქვთ სურვილი კიდევ შეასრულოთ?
  • რა სიძნელეებს ჰქონდა ადგილი?

კითხვარი მშობლებისათვის:


  • რამდენად საინტერესო საინტერესო გამოვიდა პროექტი?
  • რა სახის მონაწილეობა მიიღეთ?
  • გაქვთ თუ არა სურვილი კიდევ გაგვიწიოთ დახმარება?

კითხვარი მასწავლებლისათვის:


  • რის შეცვლას ისურვებდით?
  • მომავალში თუ აპირებთ პროექტზე მუშაობას და რა სახით?

პროექტის ფასილიტატორი
: მაია ახმეტელი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა
: www.maia.akhmeteli@gmail.com